კომპანიის ძირითადი მიმართულებაა აკრილის მასალების რეალიზაცია და ამ მასალების გამოყენებით სხვადასხვა დიზაინერული ფორმების დამზადება.
   კომპანიაში მომუშავე სპეციალისტები სერტიფიციცირებულები არიან  აკრილის ბევრი მწარმოებლის მიერ  და გააჩნიათ ამ დარგში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აშშ–ში.

აკრილის ქვა Staron

არის ერთგვაროვანი არაფეროვანი მასალა, რომელიც კარგად ექვემდებარება აღდგენას. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინერული ფორმების მიღება სპეციალური წებოს გამოყენებით და რაც ძალზე მნიშვნელოვანია სხვა მასალისაგან განსხვავებით არ რჩება შეერთების შოვები.

ფართო და შეუზღუდავ საშუალება

Staron -ის ეს თვისება იძლევა ფართო და შეუზღუდავ საშუალებას მისი გამოყენებისა სამზარეულოების სამუშაო ზედაპირების, სეველი წერტილების,კომერციული და საოფისე დანიშნულების ფართების ინტერიერებში და ექსტერიერებში.
Staron -ის სხვა მასალებისაგან განმასხვავებელი ძირითადი თვისებებია:
1. წყალგაუმტარობა;
2. მდგრადობა საყოფაცხოვრებო ქიმიკატების და მაღალი ტემპერატურის მიმართ;
3. მდგრადობა დარტყმითი ზემოქმედების მიმართ;
4. შოვისგარეშე შეერთება;
5. ესთეტიურობა;
6. მდგრადობა ბიოლოგიური დაზიანების მიმართ;
7. მარტივია გაწმენდის დროს.
თუ Staron -ის ზედაპირი რაიმე მიზეზით მაინც დაზიანდა იგი ექვემდებარება ადგილზე აღდგენას და ზედაპირი მიიღებს პირვანდელ სახეს.