Radianz®-ის კვარცის ქვა უნივერსალური მასალაა საცხოვრებელი და კომერციული ინტერიერის გასაფორმებლად. იგი წარმოადგენს ბუნებრივი მასალის (93%), პოლიმერებისა და პიგმენტების (7%) შენაერთს. აღნიშნული მასალა, პირველ რიგში გულისხმობს სილამაზეს და ბუნებრივი ქვის ესთეტიურობას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ნატურალურ ქვებზე ბევრად პრაქტიკულია.
Radianz®-ის წარმოებაში გამოიყენება კორპორაცია Lotte-ს მიერ დამზადებული მაღალხარისხიანი პოლიმერები და პიგმენტები, რომლებიც დამზადების ორიგინალურ ტექნოლოგიასთან ერთობლიობაში მასალას უჩვეულოდ მტკიცეს და ფუნქციურს ხდიან.
მასალის შემადგენლობაში არსებული კვარცი მას ანიჭებს მაღალ სიმტკიცეს, რომლის წყალობითაც Radianz® ფართოდ გამოიყენება იატაკის საფარისა და კიბის მარშების შესაქმნელად. იგი არ ხუნდება ექსპლუატაციის პროცესში და არ მოითხოვს სპეციალურ მოვლას, თერმომედეგია, გააჩნია მდიდრული ტექსტურა და მდიდარი ფერთა პალიტრა.
Radianz®-ის კვარცის ქვა იწარმოება სამხრეთ კორეაში და საქართველოში მისი იმპორტი ხდება ოფიციალური ექსკლუზიური დისტრიბუტორის, კომპანია „კოროს Staron“-ის მიერ.
Radianz® შემოდის 1430 მმ * 3050 მმ ფირფიტების სახით. ფირფიტის სისქე შეადგენს 12, 20 და 30 მმ-ს.