მოვლა
Staron®-ის მიერ დამზადებული ზედაპირებისა
და სხვა პროდუქციის გაწმენდა
Staron® და Tempest® -ის აკრილის ზედაპირები ძალზე გამძლეა და
უმრავლეს შემთხვევაში, მარტივად ექვემდებარება შერემონტებას და სრულად აღდგენადია.
მარტივი მოვლის შედეგად, სამზარეულოსა და სააბაზანოს ზედაპირები, აგრეთვე მიმღებისა
და კომერციული დაწესებულებების მაგიდების ზედაპირები მრავალი წელი გაძლებს.
მიყევით ამ მარტივ ინსტრუქციას, რათა შეინარჩუნოთ Staron® ან Tempest®-ის
პროდუქცია დაუზიანებლად.
აკრილის ქვისგან წარმოებული მასალის მოსავლელად და გასაწმენდად გამოიყენეთ რბილი, სველი ტილო და შემდეგ გადაუსვით მშრალი ტილო ან პირსახოცი ზედაპირზე დარჩენილი წყლის წვეთების მოსაცილებლად.
Staron® და Tempest®-ის ზედაპირებიდან საკვებისგან დარჩენილი მარტივად მოსაცილებელი ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ ამიაკის საწმენდი საშუალებები, როგორიცაა მინის საწმენდი ან რბილი არა-აბრაზიული გელი.
Samsung უზრუნველყოფს Staron®-ის და Tempest®-ის აკრილის ქვების არა მხოლოდ ფართო არჩევანს ფერების მიხედვით, არამედ ზედაპირის დამუშავების ორ ვარიანტს: გლუვი და პრიალა. Staron®-ის და Tempest®-ის აკრილის ქვის მუქი ზედაპირები პრიალა საფარით დამუშავების შემთხვევაში უფრო ადვილად იმჩნევს ხილულ ხაზებს, ვიდრე ღია ფერის ქვები, აქედან გამომდინარე მოითხოვს მეტ მოვლას. საფარის ტიპი განსაზღვრავს წმენდის მეთოდს, რომელსაც შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.
გაწმინდეთ ხშირი წრიული მოძრაობით ღრუბლის ან რბილი ტილოს გამოყენებით, აგრეთვე არა-აბრაზიული საწმენდი საშუალებებით.
მუქი ფერის ზედაპირები უფრო მეტ მოვლას მოითხოვს ღია ფერის ზედაპირებთან შედარებით. ზედმეტად ინტენსიურმა წმენდამ შესაძლებელია შეამციროს მუქი ზედაპირის სიპრიალე. არ გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი საშუალებები ან უხეში ქსოვილი მუქი ფერის პრიალა ზედაპირების გასაწმენდად.
Staron®-ის და Tempest®-ის ზედაპირებზე ნაკაწრებისა და ლაქების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მათი დახვეწა ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. ამისათვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ მწარმოებელს, რომელმაც დაამონტაჟა ზედაპირი თქვენთვის. თუმცა, აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
მოარიდეთ Staron®-ის და Tempest®-ის ზედაპირები პირდაპირ კონტაქტს ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებთან, როგორიცაა აცეტონი და ღუმელის საწმენდი საშუალება. ამგვარი ნივთიერებების ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა ზედაპირის დაუყოვნებლივ გაწმენდა წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დარჩეს მუდმივი ლაქა. ფრჩხილის ლაქის დაღვრის შემთხვევაში, მოაშორეთ ლაქის მოსაშორებელი საშუალებით აცეტონის შემცველობის გარეშე.
თუ გახუნება, ნაკაწრები ან ლაქები არ წარმოადგენს ქარხნულ დეფექტს, არამედ ბუნებრივი ცვეთის შედეგია, ის არ შედის Staron®-ის 10 წლიან გარანტიაში. თუმცა, თუ თქვენ გსურთ დაზიანებული ზედაპირის შეკეთება, დაუკავშირდით მწარმოებელს, რომელმაც დაამონტაჟა ზედაპირი თქვენთვის ან ჩვენთვის.
მოვლა სამზარეულოსა და სააბაზანოს წყლის ნიჟარებთან
Staron®-ის სამზარეულოსა და სააბაზანოს წყლის ნიჟარები გამოირჩევა მაღალი რეზისტენტობით საკვებისგან, სითხეებისა და კოსმეტიკისგან დარჩენილი ლაქების მიმართ. თუმცა, არ დატოვოთ საკვები და ქიმიური ნივთიერებები ნიჟარის სიახლოვეს დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება, თუ ზედაპირი მაშინვე არ გაიწმინდება წყლის საშუალებით.
გაწმინდეთ წყლის ნიჟარები მსუბუქი საწმენდი საშუალების გამოყენებით, მაგალითად როგორიცაა ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
გაწმინდეთ ჭუჭყი მსუბუქი, არა-აბრაზიული გელით და გარეცხეთ წყლით.
წყლის ნიჟარის სისუფთავის შესანარჩუნებლად, პერიოდულად გაწმინდეთ თხევადი მათეთრებელი საშუალებით, ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:
გაავსეთ ნიჟარის ¼ წყლით და დაამატეთ 1-2 თავსახურის ოდენობის მათეთრებელი საშუალება.
აკურატულად (შხეფების გარეშე) გაწმინდეთ მთელი ნიჟარის შიდა ზედაპირი რბილი ტილოს ან ღრუბლის გამოყენებით.
დატოვეთ სითხე ნიჟარაში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაუშვით და წყლით გარეცხეთ.
დაზიანების თავიდან ასარიდებლად მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:
- დააცადეთ ცხელ ჭურჭელს გაციება ნიჟარაში ჩადგმამდე.
- ყოველთვის გამოუშვით ცივი წყალი ნიჟარაში ცხელი სითხეების ან მდუღარე წყლის ჩასხმამდე.
- არ დაუშვათ ნიჟარის ზედაპირზე ძლიერი ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა. გაუშვით გამდინარე წყალი ნიჟარაში დაუყოვნებლივ, როგორც კი შესაძლებელი იქნება.
- დაიცავით ნიჟარა მძიმე საგნების ჩაგდებისგან.