აკრილის ქვის ნაკეთობები პრაქტიკულია არა მხოლოდ კერძო, არამედ კომერციული ინტერიერისთვისაც. თავისი ერთგვაროვნების წყალობით, მასალის აღდგენა მარტივად ხდება ნაფხაჭნების, ანახლეჩის და სხვა დაზიანებებისგან, ხოლო ნაკეთობები ახალივით გამოიყურება.
მწარმოებელი ზრუნავს თავის კლიენტებზე და სთავაზობს მათ არაფოროვან მასალას სამზარეულოს ზედაპირისა და ავეჯისთვის. მის ზედაპირზე არ მრავლდება ბაქტერიები. Staron® მდგრადია აგრესიული ქიმიკატების მიმართ, ადვილად იწმინდება ლაქებისა და დაბინძურებებისგან, რის გამოც იგი იდეალურ მასალას წარმოადგენს სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის.
მოქნილობა და მდიდრული ფერთა პალიტრა
Staron®-ის ნაკეთობების განუმეორებელი დიზაინის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკრილის ქვის უნიკალური თვისება — ჩაზნექისა და გარსშემოდენილი ფორმების მიღება.
რბილი ბუნებრივი ფერებიდან ყველაზე კაშკაშა ფერებამდე. Staron® გვთავაზობს არჩევანს 140 ელფერიდან, რომელიც შეიქმნა ინტერიერის ტრენდული ფერების ექსპერტებთან თანამშრომლობით. მდიდრული ინტერიერებისთვის მწარმოებელი წარმოგვიდგენს მის მიერ დაპატენტებულ ნაკეთობას – Tempest-ს, „ძვირფას“ ხელოვნურ ქვას, კრისტალური ჩანართებით 3D-წინწკლებითა და მბრწყინავი ბურბუშელებით, ასევე — მდიდრული მარმარილოს მოხატულობების კოლექციას.
უნაკერო შეერთება და შუქშეღწევის უნარი
რთული ფორმების მრავალფეროვნებას Staron®-ის ნაკეთობებში უზრუნველყოფს აკრილის ქვის თვისება — ხილული ნაკერებისა და პირაპირების გარეშე დაწებების უნარი, რომლის წყალობითაც მიიღწევა ჩამოსხმული და ერთიანი მონოლითის ეფექტს.
Staron®-ის აკრილის ქვის შუქშეღწევის უნარი შესაძლებელს ხდის მასში ტექსტისა და გამოსახულების ინტეგრირებას. სინათლის სიკაშკაშე და ქვის გამჭვირვალობა კორექტირდება ქვის სისქის ცვლილების მეშვეობით.
არაჩვეულებრივი ხარისხი და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
კორპორაცია Lotte უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და იძლევა 10-წლიან გარანტიას Staron®-ის მასალაზე. Staron®-ს გააჩნია მასალის ეკოლოგიურობის სერტიფიკატი და მას შეუძლია თქვენი ინტერიერი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც გახადოს.
თბილისის წარმომადგენლობიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ Staron®-ის მიწოდებას საქართველოს ყველა ქალაქში.