+995 598 511 883
(Telegram, WhatsApp)

Ваше имя (обязательно)

Ваш номер телефона (обязательно)

Тема

Сообщение

logo_header_staron
  • logo_header_radianz
  • logo_header_lotte

ეკოლოგიური სერია

ეკოლოგიურად სუფთა მასალა Staron®

ჩვენ ერთმანეთს ვუხამებთ ეკოლოგიურ ტექნოლოგიებსა და მოწინავე კვლევებს,

რათა გარემომცველი სამყარო არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უფრო სუფთაც გახდეს.

ჩვენ ვზრუნავთ გარემომცველი გარემოს დაცვაზე, ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების საშუალებებს,

ასევე ვუზიარებთ ჩვენს ფასეულობებს ყველა აფილირებულ მხარეს.
ეკო-კოლექციის ფერთა გამა

01

სათბურის აირის გამონაფრქვევის კონტროლისა და ელექტროენერგიის ეკონომიის სისტემა

კომპანია Lotte-მ დანერგა სათბურის აირის გამონაფრქვევის კონტროლის სისტემა, ასევე მიიღო ელექტროენერგიის ეკონომიის სერტიფიკატი (ISO 50001), ამასთანავე იგი გახდა პირველი კომპანია სამხრეთ კორეის მოსაპირკეთებელი მასალების ინდუსტრიაში, რომელმაც აღნიშნული სტანდარტები წარმოებაში დანერგა. აღნიშნული გადაწყვეტილების, ასევე წარმოების ეკოლოგიურობის უზრუნველყოფაში კომპანიის მიერ გამოჩენილი ძალისხმევის შედეგია პრეზიდენტის პრემია ენერგიის ეკონომიის სფეროში, რომელიც მან 2012 წელს მოიპოვა. გარდა ამისა, კომპანია Lotte აქტიურად არის ჩართული ნახშირბადის აღმოჩენის პროექტებში (CDP), აღნიშნული მაჩვენებლით იგი ასევე ლიდერობს მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების ინდუსტრიაში (CDLI).
02

გარემოსდაცვითი საქმიანობა

Lotte-ს ყველა პროდუქციას გააჩნია გარემოს დაცვის გლობალური სერტიფიკატი ISO 14001, ასევე დადასტურებულია მისი საქმიანობა თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით OHSAS 18001. თავის წარმოებაში კომპანია არ უშვებს კანონით დაშვებული დამაბინძურებლების 30 %-ზე მეტი ოდენობით გამოყენებას, რითაც თავისი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში. წყლის ეკონომია მიიღწევა წარმოებაში საკუთარი წყლის გამწმენდი მოწყობილობის გამოყენებით, ასევე გარეშე გამწმენდი სერვისების მეშვეობით. ამასთან, წარმოების უსაფრთხოებისა და ავარიების უსწრაფესი აღმოფხვრისთვის კომპანიაში დამონტაჟებულია წყლის ნაკადების ბლოკირების სისტემები, მონიტორინგის სერვისები CCTV-ს ჩათვლით, ასევე გამშვები წერტილები საერთო სადრენაჟე არხებზე. წარმოების ნარჩენების განაწილება, სწორად შენახვა და უტილიზაცია ხდება ნარჩენების უტილიზაციის კანონის ნორმების შესაბამისად.
ამის წყალობით, გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია შეიყვანა სამხრეთ კორეის სამრეწველო კომპანიების „მწვანე“ სიაში.
03

ქიმიური მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა

Lotte პასუხობს წარმოების ეკოლოგიურობის ყველა მოთხოვნას, მ.შ. ევროპის REACH (Registration, Evaluation, Authorization and restriction of Chemicals) ნორმებს. ამისათვის შემუშავდა სპეციალური ERP-სისტემა წარმოებაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და მათი მომწოდებლების შესახებ ინფორმაციის სამართავად.
04

Staron®-ის ეკოლოგიური წარმოების სერტიფიკატი

Staron®-ის აკრილის ქვის ეკოლოგიური სერია მზადდება გადამუშავებული მასალებისგან და გააჩნია ნედლეულის მეორადი გამოყენების სპეციალური SCS სერტიფიკატი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების ემისიას და ელექტროენერგიის ხარჯვას წარმოების პროცესში. ამავდროულად, Staron®-ის აკრილის ქვის მთელი ხაზი, გადამუშავებული სერიის ჩათვლით, სერტიფიცირებულია ინტერიერში გამოსაყენებლად და გააჩნია GREENGUARD и GREENGUARD Children & Schools მოწმობა მინიმალური გამოსხივების შესახებ, რაც იძლევა საცხოვრებელ ინტერიერში აკრილის ქვის გამოყენების შესაძლებლობას.

img_eco_logs