+995 598 511 883
(Telegram, WhatsApp)

Ваше имя (обязательно)

Ваш номер телефона (обязательно)

Тема

Сообщение

logo_header_staron
  • logo_header_radianz
  • logo_header_lotte

მოვლა

Staron®-ის მიერ დამზადებული ზედაპირებისა
და სხვა პროდუქციის გაწმენდა

Staron® და Tempest® -ის აკრილის ზედაპირები ძალზე გამძლეა და
უმრავლეს შემთხვევაში, მარტივად ექვემდებარება შერემონტებას და სრულად აღდგენადია.
მარტივი მოვლის შედეგად, სამზარეულოსა და სააბაზანოს ზედაპირები, აგრეთვე მიმღებისა
და კომერციული დაწესებულებების მაგიდების ზედაპირები მრავალი წელი გაძლებს.
მიყევით ამ მარტივ ინსტრუქციას, რათა შეინარჩუნოთ Staron® ან Tempest®-ის
პროდუქცია დაუზიანებლად.

01
ყოველდღიური მოვლა
აკრილის ქვისგან წარმოებული მასალის მოსავლელად და გასაწმენდად გამოიყენეთ რბილი, სველი ტილო და შემდეგ გადაუსვით მშრალი ტილო ან პირსახოცი ზედაპირზე დარჩენილი წყლის წვეთების მოსაცილებლად.
02
უმნიშვნელო ლაქები
Staron® და Tempest®-ის ზედაპირებიდან საკვებისგან დარჩენილი მარტივად მოსაცილებელი ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ ამიაკის საწმენდი საშუალებები, როგორიცაა მინის საწმენდი ან რბილი არა-აბრაზიული გელი.
03
აკრილის ქვის საფარის შესაბამისად
Samsung უზრუნველყოფს Staron®-ის და Tempest®-ის აკრილის ქვების არა მხოლოდ ფართო არჩევანს ფერების მიხედვით, არამედ ზედაპირის დამუშავების ორ ვარიანტს: გლუვი და პრიალა. Staron®-ის და Tempest®-ის აკრილის ქვის მუქი ზედაპირები პრიალა საფარით დამუშავების შემთხვევაში უფრო ადვილად იმჩნევს ხილულ ხაზებს, ვიდრე ღია ფერის ქვები, აქედან გამომდინარე მოითხოვს მეტ მოვლას. საფარის ტიპი განსაზღვრავს წმენდის მეთოდს, რომელსაც შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.
გლუვი საფარი
გლუვი საფარი წარმოადგენს აკრილის ქვის დამუშავების სტანდარტულ მეთოდს, არ ირეკლავს სინათლეს ზედაპირზე და რეკომენდებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებისთვის.
გაწმინდეთ ხშირი წრიული მოძრაობით ღრუბლის ან რბილი ტილოს გამოყენებით, აგრეთვე არა-აბრაზიული საწმენდი საშუალებებით.
პრიალა საფარი
პრიალა საფარი მასალას უფრო მეტ ბრწყინვალებას ანიჭებს, მაგრამ უფრო მეტ მოვლას მოითხოვს. გლუვი ზედაპირებისთვის განკუთვნილი წმენდის მეთოდი რელევანტური არაა პრიალა ზედაპირების შემთხვევაში.
არასდროს გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი საშუალებები Staron®-ის და Tempest®-ის პრიალა ზედაპირების გასაწმენდად.
გამოიყენეთ რბილი, არა-აბრაზიული საწმენდი საშუალება ჭუჭყიან ზედაპირზე და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გადაწმინდეთ ზედაპირი ღრუბლის ან რბილი ტილოს გამოყენებით.
მუქი ფერი
მუქი ფერის ზედაპირები უფრო მეტ მოვლას მოითხოვს ღია ფერის ზედაპირებთან შედარებით. ზედმეტად ინტენსიურმა წმენდამ შესაძლებელია შეამციროს მუქი ზედაპირის სიპრიალე. არ გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი საშუალებები ან უხეში ქსოვილი მუქი ფერის პრიალა ზედაპირების გასაწმენდად.

04
დაზიანების პრევენცია
Staron®-ის და Tempest®-ის ზედაპირებზე ნაკაწრებისა და ლაქების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მათი დახვეწა ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. ამისათვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ მწარმოებელს, რომელმაც დაამონტაჟა ზედაპირი თქვენთვის. თუმცა, აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
ცხელი
ზედაპირების დასამზადებლად განკუთვნილ სხვა მასალებთან შედარებით, Staron® და Tempest® გამოირჩევა მაღალი გამძლეობით ცხელ საგნებთან შეხებისას. თუმცა, მდუღარე წყლით სავსე ქვაბებს, ზოგიერთ მოწყობილობას, რომელიც სითბოს გამოსცემს, როგორიცაა ელექტრო გრილები და შესაწვავი დანადგარები შეუძლიათ გამოიწვიონ ზედაპირის დაზიანება. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ცხელი საგნების ქვეშ დასადგამების გამოყენება და ცხელი საგნების ზედაპირთან პირდაპირი შეხების პრევენცია.
ნაკაწრები
არასდროს დაჭრათ პროდუქტები პირდაპირ ზედაპირზე — გამოიყენეთ საჭრელი დაფები.
ქიმიკატები

მოარიდეთ Staron®-ის და Tempest®-ის ზედაპირები პირდაპირ კონტაქტს ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებთან, როგორიცაა აცეტონი და ღუმელის საწმენდი საშუალება. ამგვარი ნივთიერებების ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა ზედაპირის დაუყოვნებლივ გაწმენდა წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დარჩეს მუდმივი ლაქა. ფრჩხილის ლაქის დაღვრის შემთხვევაში, მოაშორეთ ლაქის მოსაშორებელი საშუალებით აცეტონის შემცველობის გარეშე.

ბზარები
არასდროს ახვიდეთ ზედაპირზე და არ მოათავსოთ მასზე ძალიან მძიმე საგნები.

შენიშვნა

თუ გახუნება, ნაკაწრები ან ლაქები არ წარმოადგენს ქარხნულ დეფექტს, არამედ ბუნებრივი ცვეთის შედეგია, ის არ შედის Staron®-ის 10 წლიან გარანტიაში. თუმცა, თუ თქვენ გსურთ დაზიანებული ზედაპირის შეკეთება, დაუკავშირდით მწარმოებელს, რომელმაც დაამონტაჟა ზედაპირი თქვენთვის ან ჩვენთვის.

მოვლა სამზარეულოსა და სააბაზანოს წყლის ნიჟარებთან

Staron®-ის სამზარეულოსა და სააბაზანოს წყლის ნიჟარები გამოირჩევა მაღალი რეზისტენტობით საკვებისგან, სითხეებისა და კოსმეტიკისგან დარჩენილი ლაქების მიმართ. თუმცა, არ დატოვოთ საკვები და ქიმიური ნივთიერებები ნიჟარის სიახლოვეს დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება, თუ ზედაპირი მაშინვე არ გაიწმინდება წყლის საშუალებით.

01
ყოველდღიური მოვლა
გაწმინდეთ წყლის ნიჟარები მსუბუქი საწმენდი საშუალების გამოყენებით, მაგალითად როგორიცაა ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
02
კოროზიული ლაქები
გაწმინდეთ ჭუჭყი მსუბუქი, არა-აბრაზიული გელით და გარეცხეთ წყლით.
03
დეზინფექცია
წყლის ნიჟარის სისუფთავის შესანარჩუნებლად, პერიოდულად გაწმინდეთ თხევადი მათეთრებელი საშუალებით, ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:
ნაბიჯი 1

გაავსეთ ნიჟარის ¼ წყლით და დაამატეთ 1-2 თავსახურის ოდენობის მათეთრებელი საშუალება.

ნაბიჯი 2

აკურატულად (შხეფების გარეშე) გაწმინდეთ მთელი ნიჟარის შიდა ზედაპირი რბილი ტილოს ან ღრუბლის გამოყენებით.

ნაბიჯი 3

დატოვეთ სითხე ნიჟარაში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაუშვით და წყლით გარეცხეთ.

04
დაზიანების პრევენცია
დაზიანების თავიდან ასარიდებლად მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

 

  • დააცადეთ ცხელ ჭურჭელს გაციება ნიჟარაში ჩადგმამდე.
  • ყოველთვის გამოუშვით ცივი წყალი ნიჟარაში ცხელი სითხეების ან მდუღარე წყლის ჩასხმამდე.
  • არ დაუშვათ ნიჟარის ზედაპირზე ძლიერი ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა. გაუშვით გამდინარე წყალი ნიჟარაში დაუყოვნებლივ, როგორც კი შესაძლებელი იქნება.
  • დაიცავით ნიჟარა მძიმე საგნების ჩაგდებისგან.
Download
img_mainenace_video